13-14 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები" გაიმართა. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა საქართველოში არსებული სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურების და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, მკვლევარებმა და ასევე უცხოელმა სტუმრებმა მიიღეს.
ღონისძიების მონაწილეებს თსუ რექტორის მოდაგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე და თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ნაირა ბეპიევი მიესალმნენ.
ღონისძიების ორგანიზატორები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება იყვნენ.